პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ჩატარდება
დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც ის კონკრეტული მიმართულებები განიხილება, რომლებიც გადათვლის პროცედურებს უკავშირდება.

ამასთან, დამატებით განიხილავენ იმ კორესპონდენციას, რომელიც სხვადასხვა უწყებაში დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით უნდა გაიგზავნოს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 20 გადასათვლელი საარჩევნო უბანი შემთხვევითი პრინციპით უკვე აარჩია. ოპოზიცია კი კომისიაში ჩართვაზე კვლავ უარს აცხადებს

| Print |
FaceBook Twitter Google