როგორი ამინდი იქნება კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსამდე გათბება.

გურჯაანში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღშიც, +32 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექია, დღის განმავლობაში +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /