კორონავირუსის კიდევ 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 954 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 896 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 346 150 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 329 516, გარდაიცვალა 4 834 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google