გაზის იარაღის ტარება დასაშვები იქნება
გაზის იარაღის ტარება დასაშვები იქნება, თუმცა აკრძალული იქნება ამ სახის იარაღის ღიად და გამოსაჩენად ტარება, ასევე საჯარო სივრცეში მისი დემონსტრირება. შესაბამისი ცვლილებები კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტში უკვე მოხდა.

კანონროექტში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, გაზის (აირის) იარაღი წარმოადგენს თავდაცვის იარაღს და მას გააჩნია თავდაცვითი ფუნქცია, მისი რეგისტრაცია ხორციელდება ტარების უფლებით და დასაშვები უნდა იყოს ფიზიკური პირის მიერ მისი ტარება, თუმცა კონკრეტული წესების დაცვით. შესაბამისად, ახალი რეგულაციით განისაზღვრება, რომ დაუშვებელი იქნება გაზის (აირის) იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, ასევე საჯარო სივრცეში მისი დემონსტრირება.
ამასთან, დასაშვები ხდება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გამოყენება მხოლოდ კონკრეტული მიზნით – თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში.

ამ სახის იარაღთან მიმართებაში, კანონპროექტში დაკონკრეტებულია, რომ მას არ გააჩნია თავდაცვითი ფუნქცია, შესაბამისად, დაუშვებელი იქნება ასეთი იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება.

| Print |
FaceBook Twitter Google