საქართველოში 789 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 509 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 82, იმერეთში - 99, ქვემო ქართლში - 67, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 88, კახეთში - 30, მცხეთა-მთიანეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 774, საიდანაც: 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან მძიმე პაციენტია 789 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პაცინეტი, 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 594 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 1 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 810 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 104 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 465 პირი, აჭარაში - 2 240, იმერეთში - 1 374. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346 150 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 329 516 გამოჯანმრთელდა, 4 834 კი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google