თბილისში ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე იჯარისგან გათავისუფლდებიან
თბილისის მერია ღია კაფეებისთვის დაწესებული საიჯარო შეღავათის მოქმედების ვადას ახანგრძლივებს.
კახა კალაძის თქმით, შეღავათი მიმდინარე წლის თებერვლამდე მოქმედებდა, მაგრამ ეპიდრეგულაციების მოქმედებისა და ტურისტების ნაკლებობის გამო, მერიამ მისი მოქმედების ვადის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები. ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან. ვფიქრობ, ეს გარკვეული მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ჩვენი მხრიდან ამ ბიზნესის მიმართულებით. რაც შეეხება ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ საიჯარო გადასახადი, მათ წინსწრებით ჩაეთვლებათ ეს გადასახადი და მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან წლის ბოლომდე არ დაეკისრებათ საიჯარო გადასახადი“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google