„ღია დიალოგი ბიზსენთან“ - შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან
„ღია დიალოგი ბიზნესთან“- სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, პარტნიორებთან ერთად, დღეს გურჯაანის ტექნოპარკში კახეთის რეგიონის ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მოეწყო პრეზენტაციები ტექნოპარკის, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და აწარმოე საქართველოს პროექტების შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდა მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის პროექტის მენეჯერი კნუტ ბერგერი.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. როგორც სავაჭრო -სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, ჩვენ შევხვდით კერძო სექტორს. მჯერა, რომ სავაჭრო სამრეწველო პალატამ და ჯიტამ (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რომ დანერგონ მეტი ინოვაციები. რა თქმა უნდა, ხშირი ვიზიტები უნდა განვახორციელოთ კახეთში. “

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, გიორგი პერტაიას განმარტებით, რეგიონებში მსგავსი შეხვედრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღეს ჩვენთან ერთად არიან „აწარმოე საქართველოს“ წრმომადგენლებიც. ყველა იმ პროექტის წარმომადგენელია ჩამოსული, რომელიც აინტერესებს ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივ კომპანიებს. მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველა კითხვაზე პასუხი გაგვეცა. ვფიქრობ, ასევე ძალიან კარგი ამბავია ის, რომ ჩვენთან ერთად არის დავით სონღულაშვილიც, რომელმაც კარგად იცის რეგიონის პრობლემები. შეხვდერის მიზანი იყო მეწარმეებისთვის საფუძვლიანად გაგვეცნო ის სახელმწიფო პროექტები, რომელსაც მთავრობა სთავაზობს მათ. გარდა ამისა, მოვისმინეთ მათი პრობლემები.“

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა.

| Print |
FaceBook Twitter Google