დღეს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული უბნების გადათვლა დაიწყება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საგამოძიებო კომისიის ფორმატში დღეს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული უბნების გადათვლა დაიწყება.
კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, გადათვლა 2 ოთახში ერთდროულად განხორციელდება ასევე შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 12 მთვლელის მიერ.

მისივე განცხადებით, პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და „ლაივსტრიმით“ უზრუნველყოფილი იქნება. ამასთან, კომისიის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს პროცესში ჩართვისკენ კვლავ მოუწოდებენ.

„მედიას ექნება ნებისმიერ დროს სრული დაშვება ორივე ოთახში, როგორც კამერებს, ასევე ჟურნალისტებს რომ დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს. გადათვლას განახორციელებს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 12 პროფესიონალი მთვლელი. ორ ოთახში ექვს-ექვსი იქნება გადანაწილებული. ამ პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს კომისიის ორ-ორი წევრი - ერთი უმრავლესობიდან, ერთი ოპოზიციიდან“, - აღნიშნა მიქანაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google