კორონავირუსის კიდევ 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge- ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 833 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 205 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 346 983 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 330 721, გარდაიცვალა 4 853 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google