წარჩინებული კურსდამთავრებულები მედლებს მიმდინარე წელს მიიღებენ
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ ოქროსა და ვერცხლის მედლების დამზადებაზე თანხმობა მიიღო. წარჩინებული კურსადამთავრებულები კუთვნილ საჩუქარს მიმდინარე წელს მიიღებენ.

დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობა: 8 735 ცალია, მათ შორის: 6 622 ცალი ოქროს (მოოქროვილი) და 2113 ვერცხლის (მოვერცხლილი) მედალი. ჩასადები ყუთების საერთო რაოდენობა კი 8735-ია.

სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტო, დაჩქარებული შესყიდვის განაცხადში აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს მედლები 2021 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გადაეცეს.

| Print |
FaceBook Twitter Google