კახეთში კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 431 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

რეგიონების მიზედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 63, იმერეთში - 78, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში - 32, გურიაში - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 76. კახეთში - 53, მცხეთა-მთიანეთში - 13, სამცხე-ჯავახეთში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383. ქვეყანაში 741 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი.
3 ივნისის მონაცემებით საქართველოში სულ 346 983 პირი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 330 721, ხოლო გარდაიცვალა 4853.

| Print |
FaceBook Twitter Google