უგულავას სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება უგულავას ძიუდოისტ ბადრი-საბა გავაშელიშვილის ცემას ედავება.

უგულავა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნას პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

“ივანიშვილს, როგორც კლასიკურ რუს ოლიგარქს, შეიძლება ბევრი რამე დაათმობინო, მაგრამ სასამართლოს ის არ დათმობს არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ სასამართლოს უყურებს, როგორც საკუთარი გრძელვადიანი ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას, თავისი და თავისი ფულის. იმის ილუზიას ნუ შევიქმნით, რომ ივანიშვილის პიროებებში შეიძლება სასამართლო რეფორმა ჩატარდეს. ეს არის ბლეფი და აბსურდი”,- აცხადებს უგულავა.

პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით,სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში, აქცია მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google