გურჯაანში კორონვირუსით კიდევ 10 ადამიანი დაინფიცირდა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ერთი კვირის განმავლობაში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი სოფელი ჩუმლაყში, ახაშენში, ვეჯინში და კაჭრეთის ზონის სოფლებში ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ დღეს, კახეთში კორონა ვირუსი 53 ადამიანს დაუფიქსირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google