კახეთში ცვალებადი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსამდე გათბება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა შესაძლებელი, დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც, +27 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /