კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას საქართველო ამერიკისგან საჩუქრად მიიღებს
ამერიკა საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას საჩუქრად გადასცემს. რომელი მწარმოებლის ვაქცინას მიიღებს საქართველო და რა რაოდენობით, ჯერჯერობით უცნობია.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციისთვის განკუთვნილ 25 მილიონ დოზას ივნისის ბოლოს გაანაწილებს.

აქედან 6 მილიონი დოზა რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორ მიმღებ ქვეყნებზეა გათვლილი, მათ შორისაა საქართველო, კანადა, უკრაინა და სხვა სახელმწიფოები.

| Print |
FaceBook Twitter Google