პოლიციამ ჩუმლაყში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ჭ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, მიმდინარე წლის აპრილის თვეში ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1971 წელს დაბადებული დ.ნ. ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google