20 000 ლარიანი სასწავლო გრანტი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პირებისთვის
საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ სწავლას, სასწავლო გრანტის მოცულობა განსაზღვრა.

გრანტის წლიური მოცულობა 20000 ლარია, თუმცა ის ბენეფიციარს კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის მიერ დადგენილი გადასახდის მიხედვით აუნაზღაურდება. მთავრობის განკარგულება 3 ივნისს გამოქვეყნდა (საქართველოს მთავრობის დადგენილება №261)

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილია საქართველოს ის მოქალაქე, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობაზე.

დაინტერესებულმა პირმა განცხადება განათლების და მეცნიერების სამინისტროში 2021 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს, რომელსაც შემდეგი დოკუმენტები უნდა დაურთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი ან/და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირის ჩარიცხვას.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები გრანტი / ენგური /
ამავე კატეგორიაში
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში,
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა,
სეროტიპი გამოვლინდა.
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი გამოვლინდა.
15:13 / 24.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების
მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
14:19 / 24.04.2024
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო
საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
12:07 / 24.04.2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი,
რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი, რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
13:46 / 23.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 23 °C
img
საგარეჯო 14 / 24 °C
img
დ.წყარო 11 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 24 °C
img
ლაგოდეხი 13 / 22 °C
img
ყვარელი 14 / 23 °C
img
თელავი 15 / 25 °C
img
ახმეტა 14 / 25 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.