კახეთში კიდევ 37 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 401 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 69, იმერეთში - 66, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში - 24, გურიაში - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 69, კახეთში - 37, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

ამ ეტაპზე, 776 პირი მძიმე პაციენტია. 7 045 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში 27 ადამიანია მოთავსებული. სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში 24 812 პირია გადაყვანილი.

კოვიდპანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 347 762-ს შეადგენს. ჯამში გამოჯანმრთელდა 331 680 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 4 876 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google