კომპანია “ენკას”რიონის ხეობაში გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ
„ნამოხვანჰესის“ მშენებელ კომპანია „ენკას“რიონის ხეობაში გადაადგილების შესაძლებლობას პროტესტის მონაწილეები ამ დრომდე არ აძლევენ.

„გადანაწილებული ვართ რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც ვბლოკავთ ხეობაში შესასვლელს. ყველა შემთხვევაში, არ ვიცი ეს როდის მოხდება, დღეს, ხვალ, თუ ორი დღის შემდეგ, მაგრამ აუცილებლად უახლოეს მომავალში, მოუწევს კომპანიას ჩვენს პირისპირ დადგომა“, – აცხადებს აქციის ერთი-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

შეგახსენებთ, საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მიმდინარეობს “ნამოხვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები. “რიონის ხეობის მცველები” მოითხოვენ კომპანია „ენკამ“ შეწყვიტოს სამუშაოები და დატოვოს ხეობა.

| Print |
FaceBook Twitter Google