კახეთში უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსამდე გათბება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა შესაძლებელი, დღის განმავლობაში +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც, +29 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /