დიეგო მარადონას ძეგლი დაუდგეს
ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას სამშობლოში ძეგლი დაუდგეს. ქალაქ სანტიაგო-დელ-ესტეროში ძეგლის გახსნის ცერემონიას არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

4 ივნისს არგენტინამ მარადონას გარდაცვალების შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. ჩილესთან ნაკრებთან შეხვედრაზე არგენტინელი ფეხბურთელები სპეციალურად დამზადებული და მარადონასადმი მიძღვნილი მაისურებით გამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის გამო, არგენტინის მთავრობამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. ფეხბურთელი 60 წლის იყო. ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მარადონა / ძეგლი /