საქართველო წლის ბოლოს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება- თენგიზ ცერცვაძე
ვაქცინაციის ამ ტემპით, როგორიც ახლა გვაქვს, 4 000 კაცი დღეში, მოსახლეობის 65%-ზე გასვლა მოსალოდნელია 2022 წლის თებერვალ-მარტში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ხელმოწერილია კონტრაქტები და ვაქცინები მზად არის შემოსატანად. მაქვს ძალიან სარწმუნო ინფორმაცია, რომ არანაირი შეზღუდვა არ იქნება ვაქცინებზე, პირიქით, გვექნება უწყვეტი მომარაგება. გვექნება შეუზღუდავი წვდომა და არჩევანის დიდი საშუალება. კონტაქტები არის ნახევარ მილიონზე, 700 000-ზე, 600 000-ზე. იგეგმება pfizer-ის შემოტანაც, ერთი მილიონი ან 700 000 დოზის. ეს საშუალებას მოგვცემს აიცრან 12 წლის ზემოთ მოზარდებიც. ჯერჯერობით მხოლოდ pfizer-ს აქვს ნებართვა 18 წლის ქვემოთ მოზარდების აცრაზე. წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ გვექნება. იქნება ერთეული შემთხვევები დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო შარშან გაზაფხულზე და ზაფხულში. იქნება ერთეული შემთხვევები ყველგან. ასე იქნება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც 100%იანი ვაქცინაციაა. ჯანდაცვის სისტმა ამას მარტივად გაუმკლავდება და მოსახლეობა ამას პრაქტიკულად ვერ იგრძნობს. დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას და ეკონომიკა გაიხსნება. წლის ბოლოს საქართველო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google