დღეს გარემოს დაცვის დღეა
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას.

2015 წლის მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს იტალია მასპინძლობს. მილანის ექსპოს თემასთან დაკავშირებით „გამოკვებე პლანეტა ენერგია სიცოცხლისათვის“, გაჟღერდება ახალი იდეები, გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების გზები და ტექნოლოგიები ჯანსაღი, უსაფრთხო და საკმარისი საკვების უზრუნველსაყოფად ისე, რომ იმავდროულად დაცული იყოს პლანეტის შესაძლებლობები.

გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

| Print |
FaceBook Twitter Google