როგორი ამინდი იქნება კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცვალებადი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსამდე გათბება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა შესაძლებელი, დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც, +28 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /