დღეიდან გურჯაანის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო
დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37- ვე საბავშვო ბაგა- ბაღში, 2021-2022 სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ბავშვები მათთვის სასურველ ბაღში დაარეგისტრირონ.
„ მშობლებს შეუძლიათ მიაკითხონ თავიანთთვის სასურველ ბაღს. გარდა ამისა, ჩვენს ფეისბუქ გვედზე გამოქვეყნებულია ყველა მენეჯერის ტელეფონის ნომერი და ასევე შეუძლიათ სატელეფონო კავშირით უზრუნველყონ რეგისტრაცია. ბაღში აღსაზრდელი მიიღება ორი წლის ასაკიდან.
კარგი სიახლე გვქნება იმ კუთხით, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ქალაქის ოთხივე ბაღში, შეიქმნება ბაგის ჯგუფები. გახსოვთ ალბათ, რომ გურჯაანის პირველ, მესამე და მეოთხე ბაღში გასულ წელს ვერ გაიხსნა ბაგის ჯგუფები და ამიტომ აღსაზრდელები მეორე საბავშვო ბაღში დადიოდა. მათ მშობლებს წელს ექნებათ საშუალება შვილები გადმოიყვანონ სასურველ ბაღში, თუკი ამის სურვილი ექნებათ. “

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რეგისტრაცია გაგრძელდება პირველ ივლისამდე. მათ, ვინც ვერ მოასწრეს ამ პროცესში ჩართვა, რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა ექნებათ ასევე 20 აგვისტოდან, 15 სექტემბრამდე.

| Print |
FaceBook Twitter Google