კახეთში კიდევ 14 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 307 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 174 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 31, იმერეთში - 21, ქვემო ქართლში - 20, შიდა ქართლში - 3, გურიაში - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 28 კახეთში - 14, მცხეთა-მთიანეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.98%.

| Print |
FaceBook Twitter Google