აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციიტ, აბიტურიენტები 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.

ბარათზე კონკრეტული აბიტურიენტის გამოცდის თარიღი და დრო იქნება მითითებული. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან იწყება, აბიტურიენტების და მაგისტრობის მსურველების გარდა, შესაბამის გამოცდას პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველებიც ჩააბარებენ. წელს, პირველად გამოცდა სპეცმასწავლებლებისთვისაც ჩატარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google