გურჯაანელმა კიკბოქსინგელებმა ოთხი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედალი აიღეს
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საქართველოს ჩემპიონატზე გურჯაანელმა სპორტსმენებმა ოთხი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის მწვრთნელის გიორგი ელიკაშვილის თქმით, ტურნირში რვა გურჯაანელი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
„სულ მონაწილეობდა 270 მებრძოლი. ჩამოსულები იყვნენ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ზოგადად საქართველოს ჩემპიონატზე გამოცდილი მებრძოლები იღებენ მონაწილეობას, ჩემები იყვნენ დამწყებები, ამიტომ მათი შედეგით კმაყოფილი ვარ. ამდენს არც ველოდი, რადგან ძლიერი მოწინააღმდეგეებთან მოუხდათ ბრძოლა.“

მისივე თქმით, 13-14 ივნისს ერევანში ჩატარდება ჩემპიონატი ქამარზე, სადაც გურჯაანელი კიკბოქსინგელებიც მიიღებენ მონაწილეობას.

| Print |
FaceBook Twitter Google