Stopcov.ge- ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში
კორონავირუსი კიდევ 1 023 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 510
პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 350 428 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 335 029 , გარდაიცვალა 4 951
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ
კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში
კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები