ივერიის ღვთისმშობლის ხატი გურჯაანში 13 ივნისამდე დარჩება
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული. იგი საქართველოში ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს.

გურჯაანის სამების ტაძრის მღვდელმსახურის მამა ვაჟა სონღულაშვილის განმარტებით, ხატი სამების საკათედრო ტაძარში 13 ივნისამდე დარჩება და მისი მოლოცვა ყველა მსურველს შეუძლია.

„ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩვენს ეპარქიაში კვირას მობრძანდა და 13 ივნისამდე გაჩერდება. ეს არის ზუსტი ასლი ათონის მთის ივერიის ღვთისმშობლისა რომელიც ბერებმა გადაწერეს. ინება დედა ღვთისმშობელმა და ჩვენს ეპარქიაშიც მობრძანდა, ასე მოილოცავს სხვა ეპარქიებსაც. ამ ხნის განმავლობაში სასულიერო პირები ყოველდღე 13:00 საათზე პარაკლისს გადაიხდიან.“

მისივე თქმით, გურჯაანიდან სიწმინდეს საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიაში გადააბრძანებენ. ივერიის ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედია. იგი საქართველოს მფარველად ითვლება.

| Print |
FaceBook Twitter Google