სპეციალისტები, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში,
საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40,
მთიან რაიონებში +36, +39, მაღალმთიან რაიონებში კი, +32, +35
გრადუსამდე ვარაუდობენ.
2021 წლის ზაფხულის სეზონზე, ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის
სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე
1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს
ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, ქართველი
ექსპერტების მიერ კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-23)
მომზადებული 2021 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი გლობალურ და
ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და
სტატისტიკურ მოდელებს ეყრდნობა“, – ნათქვამია გავრცელებულ
ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები