კახეთში კიდევ 54 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 546 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 78, იმერეთში - 90, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში - 30, გურიაში - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 108, კახეთში - 54, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 422 საიდანაც: 3 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 731 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი. 635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 6 454 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 062 პირი. სულ 6 ოქტომბრიდან - 7 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 833 პირი.


| Print |
FaceBook Twitter Google