რომელი ვაქცინით შეძლებენ აცრას 18 წლის ზევით მოქალაქეები
18 წლის ზევით ყველა მოქალაქე ასტრაზენეკას გარდა, ყველა იმ ვაქცინით შეძლებს აცრას, რომელიც საქართველოში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინსტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზევით ყველა მოქალაქისთვის და ეს ესევე დარჩება, მიუხედავად იმისა თუ რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, იქნება ეს “ფაიზერი” “ნოვოვაქსი” თუ ნებისმიერი სხვა ვაქცინა. ანუ 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება, რაც შეეხება შეზღუდვას, ის შეეხება ამ შემთხვევაში “ასტრაზენეკას”, რომელიც 55 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდირებული, რაც ჯერ ჯერობით ესე დარჩება”, -განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google