კოვიდვაქცინის ორივე დოზით საქართველოში 50 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი
ორივე დოზით, უკვე ვაქცინირებულია 50 ათასზე მეტი ადამიანი და დაახლოებით, 130 ათასი მოქალაქეა მხოლოდ ერთი დოზით აცრილი. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს როგორც ესენციურ ჯგუფებში, ისე - მოქალაქეებში. ვაქცინაცია მიმდინარეობს „სინოფარმის“ მეორე და „სინოვაკის“ პირველი დოზებით. რამდენიმე დღეში, „სინოვაკის“ მეორე დოზებით ვაქცინაციის რეგისტრაცია დაიწყება, რათა ადამიანებს, რომლებიც პირველი დოზით აიცრენ, წვდომა ჰქონდეთ მეორეზეც“, - აღნიშნა მან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 350 428 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 335 029 , გარდაიცვალა 4 951 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / ვაქცინა /