ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დასკვნით ეტაპზეა

13 კმ-იან მონაკვეთზე მშენებლობა უკვე დასრულდა, ხოლო დარჩენილ 2.5 კმ-ზე სახიდე გადასასვლელის, ხელოვნური ნაგებობებისა და ასფლატ-ბეტონის საფარის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს. შემოვლითი მონაკვეთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან, რის შემდეგაც ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაკურციხე / გზა /