„ქართული ოცნების“ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს დღეს განიხილავენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს, მეორე მოსმენით გავა და კენჭიც ეყრება.

სხდომას პარლამენტში შესული „ნაციონალური მოძრაობაც“ დაესწრება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.

„ქართული ოცნების“ არგუმენტით, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. მმართველ გუნდში ოპოზიციის მიერ წარდგენილ ამნისტიის კანონპროექტს, აზრს მოკლებულს უწოდებენ.

ამნისტიის პროექტი გუშინ უნდა განეხილათ, თუმცა საკითხი მამუკა მდინარაძის მოთხოვნითა და ინიციატორის, ანრი ოხანაშვილის თანხმობით გადაიდო. ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტმა სხდომაზე დაგვიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არ განიხილა.

| Print |
FaceBook Twitter Google