„ევროპულმა საქართველომ“ გურჯაანში საპროტესტო მსვლელობა გამართა
გურჯაანში “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საწვავზე ფასის დაწევასთან დაკავშირებით მსვლელობა გამართეს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ღვინიაშვილის განმარტებით, აქციზის გადასახადის გაუქმება, ქვეყანაში ფასების მატების ფონზე, აუცილებელია.
„ისევე როგორც საქართველოში, ამ რაიონშიც უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვებაა. ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ ამ ხელისუფლების ხელში ქვეყანას რამე ეშველება. ჩვენ არ ვთხოვთ ხელისუფლებას საერთაშორისო ბაზარზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ მათ შეუძლიათ აქციზის გადასახადი გააუქმონ და ამით საწვავი გაიაფდება. ეს არის ჩვენი დღევანდელი პროტესტის მიზეზი. “

როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა speqtri.ge-სთან განაცხადეს, საპროტესტო მსვლელობებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google