დაპირისპირების დროს თელავში ორი ახალგაზრდა დაშავდა
თელავში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ახალგაზრდა დაშავდა. შემთხვევა 8 ივნისს, კომენდანტის საათის დროს მოხდა.

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს, ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს.

ერთ-ერთი 22 წლის ახალგაზრდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. უფრო მძიმეა 21 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მიყენებული დაზიანებებით თბილისშია გადაყვანილი.

გამოძიება 124- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან გაუფრთხილებლობით. მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google