სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

სოფელ ზემო მაჩხაანში საკარმიდამო ნაკვეთები,ძლიერმა წვიმამ კი, ქალაქ წნორში და მიმდებარე სოფლებში, შიდა საუბნო გზები დააზიანა.
„ ძალიან ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. ზემო მაჩხაანში საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანებულია.ღამით შეუძლებელი იყო, ამიტომ დილიდან უკვე მიდის შესწავლა, რა ზიანი მიადგა სოფლის გარეთ არსებულ ვენახებსა და ნაკვეთებს. დიდი ნალექისგან შიდა საუბნო გზები მცირედით დაზიანდა, რადგან ქუჩებში ნიაღვარი მოდიოდა. ამ ზიანის გამოსწორება ჩვენი ტექნიკით მიმდინარეობს”- განაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა.

ბოლო ორი თვის მანძილზე, სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი უკვე მეორედ დააზარალა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სეტყვა / სიღნაღი /