ნამახვანჰესი არსებული პროექტით აღარ აშენდება
ნამახვანჰესი არსებული პროექტით აღარ აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, პირობა, რომ ჰესი ინვესტორს 100 წლით გადაეცემოდა, მას, როგორც პრემიერ–მინისტრს, მემკვიდრეობით დახვდა და ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადაიხედება.

შეგახსენებთ, რომ 433 მგვტ დადგმული სიმძლავრის ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა 200 დღეზე მეტია აპროტესტებს. მათი ნაწილისთვის ზოგადად ჰესია მიუღებელი, ნაწილისთვის კი კონტრაქტის პირობები, მათ შორის ტარიფი, უსაფრთხოების არსებული გარანტიები და თავად კონტრაქტის ხანგრძლივობა

ნამახვანჰესის პროექტზე მუშაობა 70-იან წლებში დაიწყო. ტექნიკურ-ეკონომიკური რეზიუმე ჯერ 2007 წელს პოლონურმა „ჰიდროდიზაინმა,“ შემდეგ 2011 წელს შვეიცარიულმა „შტუკმა,“ 2013-2014 წლებში კი იტალიურმა „StudioIng. G. Pietrangeli“-მა მოამზადა.

| Print |
FaceBook Twitter Google