კახეთში კიდევ 41 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 380 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 39, იმერეთში - 59, ქვემო ქართლში - 55, შიდა ქართლში - 16, გურიაში - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 78, კახეთში - 41, მცხეთა-მთიანეთში - 11, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 909 საიდანაც: 3 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი. 594 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 6 085 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 924 პირი. სულ 6 ოქტომბრიდან - 9 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 838 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google