პანდემიის მეოთხე ტალღა აგვისტოს ბოლოსაა მოსალოდნელი – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარე ზაფხულს თუ არ მოხდა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია და იმუნიტეტის გამომუშავება, ქვეყანა კოვიდაფეთქების მორიგი ტალღის წინაშე აღმოჩნდება.

„აგვისტოს ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში შესაძლოა მეოთხე ტალღა დაიწყოს. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დაბრუნდება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენით გაიზრდება აცრილთა რაოდენობა ზაფხულის პერიოდში. ბუნებრივ იმუნიტეტთან ერთად უნდა დავამატოთ აცრით გამომუშავებული იმუნიტეტიც. მათ ვინც ორჯერ აცრილია, განიხილება სხვადასხვა სახის შეზღუდვის შემსუბუქება, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, – განაცხადა მან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეიქმნა ახალი ვებ–პორტალი Vaccines.ncdc.ge , რომელიც ვაქცინაციის პროცესის მიმართ სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიების, ვიდეო რგოლებისა და მუდმივად განახლებული კოვიდ სტატისტიკით, ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.

| Print |
FaceBook Twitter Google