ეროვნულ გამოცდებზე საზოგადოებრივ წესრიგს 559 დაცვის პოლიციელი დაიცავს
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, დაცვის პოლიციის შეიარაღებული წარმომადგენლები დაიცავენ.

იგივე სამსახური უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე აპლიკანტების ნამუშევრების უსაფრთხოდ მიტანას. უსაფრთხოების მომსახურება საგამოცდო უწყებას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება. შესაბამისი მოთხოვნა გამოცდების ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს 9 ივნისს წარუდგინა. გამარტივებული შესყიდვის შესახებ დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საგამოცდო პერიოდში დაცვის სამსახურის მომსახურებაში ნაეკი 596 468 ლარის გადახდას გეგმავს. შესყიდვის ღირებულება კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წერილის საფუძველზეა დადგენილი.

ჯამური 596 468 ლარიდან დაცვის პოლიციის თანამშრომელთა ხელფასებისთვის განკუთვნილია 167 700 ლარი; 559 თანამშრომლის კვებითი უზრუნველყოფისთვის- 214 656 ლარი; საწვავის ხარჯი – თანამშრომლების ობიექტზე მიყვანა, საგამოცდო შედეგების ეროვნულ ცენტრებში გაცილება, ტექნიკური საშუალებების ტრანსპორტირება – სავარაუდოდ 25 220 ლარი; მივლინების ხარჯები -6000 ლ; მოგება -41358; გადასახდელები -141535ლ .

| Print |
FaceBook Twitter Google