დაიკავებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო თანამდებობებს
“ნაციონალური მოძრაობა” ხელს თუ არ მოაწერს შარლ მიშელის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას, ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ ჩაერთოს თუ არა აღნიშნული პარტია პარლამენტში გათვალისწინებული თანამდებობების გადანაწილებაში.

ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა

“უსამართლობა იქნება, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი [პარტიები] და ის პარტია, რომელიც შეიძლება გაემიჯნოს შეთანხმებას ჩავაყენოთ ერთნაირ პირობებში. თუმცა ამაზე ოპოზიციის დამოკიდებულება იქნება საინტერესო… ჩვენ გვაინტერესებს ოპოზიციის შეფასება და შემდეგ კონსულტაციებთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს ნაციონალური მოძრაობის საშუალებით, თუ მათ გარეშე. ჩვენი მხრიდან მზაობა იყო, როგორც კი ხელი მოვაწერეთ”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო თუმცა ამ დრომდე ხელს არ აწერს შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს.

| Print |
FaceBook Twitter Google