პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს უყრიან კენჭს
პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს კარგავს. ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.

საკანონმდებლო პაკეტი „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა. საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.

| Print |
FaceBook Twitter Google