კახეთში ნალექიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთსი ნალექია მოსალოდნელი, ტემპერატურა +29 გრადუსამდე გათბება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც. დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არის შესაძლებელი გურჯაანში. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც, +26 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /