კახეთში მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის მასალების მიხედვით, 2020 წლის 2 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში, ბრალდებულმა მოკვლის მიზნით, ახალგაზრდა მამაკაცს, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები დანით მიაყენა.

დაჭრილს დახმარება საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალში აღმოუჩინეს და მისი გადარჩენა მოახერხეს. ბრალდებული პოლიციამ 2020 წლის 11 სექტემბერს დააკავა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილით წარუდგინა.

| Print |
FaceBook Twitter Google