ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება
დღეს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. ტურნირს, A ჯგუფის დაპირისპირება გახსნის და ერთმანეთს რომში, საქართველოს დროით 23:00 საათზე თურქეთი და იტალია შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატი კოვიდპანდემიის გამო 1 წლის წინ გადაიდო, თუმცა იმავე სახელი - 2020 შეინარჩუნა. ევრო 2020 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ევროპის 11 ქალაქში გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google