საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.84%-ია
10 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.84 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.67%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.44%.

ამ დროისთვის კორონავირუსის 352 649 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 337 820, გარდაიცვალა 5 012 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google