რამდენი ოქროს და ვერცხლის მედალოსანია გურჯაანის სკოლებში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლაში 61 ოქროს, ხოლო 6 ვერცხლის მედლის კანდიდატია.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის განამარტებით, ოქროს მედალს ის მოსწავლეები მიიღებენ, რომელთაც მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ყველა საგანში აქვთ 10 ქულა. ვერცხლის მედლები კი იმ მოსწავლეებს გადაეცემათ, რომელთაც 9,9 ან 9,8 ქულა აქვთ.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სასწავლო წელს ვერცხლის მედლის კანდიდატია ექვსი მოსწავლე, ოქროსი კი 61. შედეგი კარგია. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს აქვს ძალიან კარგი მოტივაცია სწავლისთვის, სკოლა ქმნის იმ გარემოს რომ ბავშვებმა მიიღონ შესაბამისი განათლება , მე ვუსურვებდი თითოეულ მათგანს , რომ ეს კანდიდატობა დასრულებულიყოს მედალოსნების სახელწოდებით. თითოეულმა მათგანმა თავის გზა მონახოს ცხოვრებაში და ასახელოს თავისი მუნიციპალიტეტი. “

ოქროს მედლის ყველაზე მეტი 10 კანდიდატი ველისციხის საჯარო სკოლას ჰყავს,მას მოსდევს მეოთხე საჯარო სკოლა 7 მედლით, კაჭრეთის სკოლა 6 მედლით, ხოლო ბაკურციხის საჯარო სკოლას 5 ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს. არცერთი მედალოსანი არ არის ჭანდრის, ვეჯინის, კოლაგის, ზემო კაჭრეთის, არაშენდის, მუკუზანის, შაშიანისა და ჭერმის საჯარო სკოლებში.

| Print |
FaceBook Twitter Google